„ბუჩაში ადამიანებს ამოუწვეს თვალები, მოაჭრეს სხეულის ნაწილები, აწამებდნენ სიკვდილამდე ზრდასრულებს და ბავშვებს. ამის შესახებ უკრაინის ობუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ Facebook-ზე დაწერა.
„ქალაქ ბუჩაში, იაბლუნსკაიას ქუჩაზე რაშისტებმა საწამებელი პალატა მოაწყვეს. გადარჩენილების ინფორმაციით, აქ იყო კადიროველების შტაბი. ისინი ადამიანებს ხვრეტდნენ, თავალებს უწვავდნენ, სხეულის ნაწილებს აჭრიდნენ, სიკვდილამდე აწამდებდნენ არამხოლოდ ზრდასრულებს, არამედ ბავშვებსაც. ქალაქის ხელისუფლების ინფორმაციით, ამ დორისათვის ბუჩაში დაიღუპა 360 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 10 ბავშვია“, - წერს დენისოვა.
უკრაინის ომბუდსმენის ინფორმაციით, კიევის ოლქის სოფელ მაკაროვში იპოვეს სიკვდილით დასჯილი 132 ადამიანი - ადგილზე დახვდათ საერთო საფლავი, ასევე დაღუპულთა დაუმარხავი ცხედრები.
ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.
გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია.
ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.
ასევე წაიკითხეთ:
სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს
რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს
შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას